07:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 16:19:49, 1229 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, კოვიდ19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და მოცვის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა, საჯარო ბიბლიოთეკაში, ბათუმის მერიის სიპებისა და აიპების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირზე პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარის, ხოლო ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარის გაცემას.

შეხვედრას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.

"აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გასული წლის ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს. დღეს ქ. ბათუმის მერთან ერთად მოქალაქეებს და სხვდასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შევხვდით. დაიგეგმა თოთოეულ უწყებაში ამცრელი ბრიგადის გასვლა აუცრელი ან ბუსტერ დოზის მსურველი თანამშრომელბის ვაქცინაცია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

ბათუმში კორონავირუსის ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი სამიზნე კონტიგენტში 95 %-ს შეადგენს. იმუნიზაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მიზანია აღნიშნული მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილზე ჩატარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. მსურველები აიცრნენ როგორც პირველი ისე ბუსტერ დოზით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics