06:41 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 14:57:25, 1265 ნახვა

მსოფლიო
დმიტრი კულება - როცა დავინახავთ რუსეთის ჯარების გაყვანას, მერე დავიჯერებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საზღვართან განლაგებული რუსი სამხედროების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ „როცა დაინახავენ, მაშინ დაიჯერებენ".

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, კულებამ ამის შესახებ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა .

„რუსეთის ფედერაციიდან მუდმივად ისმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს წესი, იცით, არა „მოვისმენთ, მერე დავიჯერებთ“, არამედ „ვნახავთ და მერე დავიჯერებთ“.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან და სამხრეთის სამხედრო ოლქის და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებმა უკვე დაიწყეს მანქანების დატვირთვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics