|
2022-02-15 02:36:07, 2249 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ - ამერიკული მედია
რუსეთმა არტილერია და რაკეტების გამშვებები სასროლ პიზიციებზე დააყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია CBS წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის თქმით, ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა დატოვა კონცენტრაციის ზონა და იწყებს წინსვლას „საბრძოლო პოზიციებზე“. ჟურნალისტებთან კომენტარში ამერიკელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ცვლის კვირას, როდესაც ზოგიერთმა რუსულმა შენაერთმა დატოვა შეკრების ზონები, მაგრამ ჯერ არ დაიკავეს ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმის პოზიციებად. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთი უკრაინას კვირის ბოლომდე თავს დაესხმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით იქნება ეს, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას. 11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)