05:59 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 01:56:05, 2437 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნით, ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება

უკრაინის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის გამო აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა განაცხადა, წერს CNN.

„ველოდები, როდის ისაუბრებს პრეზიდენტ პუტინთან ტელეფონით, მაგრამ ახლა ამის შესახებ არაფერი მაქვს სათქმელი“, - თქვა მან.
თავის მხრივ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 12 თებერვალს იგეგმება, იუწყება რია ნოვოსტი.

"ნამდვილად, ამერიკულმა მხარემ მოითხოვა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან და ორ პრეზიდენტს შორის საუბარი იგეგმება ხვალ საღამოს, მოსკოვის დროით", - განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics