13:09 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 16:00:17, 545 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებაზე - ყველამ იცის, რომ თბილისში მთავარი ქურდი კახი კალაძეა

ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი ქურდი ამ ქალაქში არის კახი კალაძე. - ასე ეხმაურება "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის  მიერ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ თბილისის სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებას.

მისივე თქმით, სახელმწიფო კორუფციას მოჩვენებითად ებრძვის რადგან გაზრდილი ტარიფები გადაფარონ.

"სატრანსპორტო კომპანია რომ კორუფციაშია, ამაზე წლებია ვსაუბრობთ. 4-5 რიგითი თანამშრომლები კი არა, დაიწყონ თანამდებობის პირებიდან, დაწყებული კალაძით გააგრძელონ ხმალაძით და შემდეგ უკვე იმ საქალაქო სამსახურის უფროსებით და გამგებლებით, ვინც გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. რიგითი თანამშრომლები დააკავეს, რომ თურმე აი კორუფციას ებრძვიან.

კორუფციას კი არა ებრძვიან, მოჩვენებითად ღარიბაშვილის ტყე რომ გადაფარონ, ნარმანიას ტყე რომ გადაფარონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება რომ გადაფარონ, მოვაჭრეების აყრა რომ გადაფარონ, ორხევში და აფრიკაში ადამიანების ტალახში გორაობა რომ გადაფარონ, თითქოს, კორუფციას ებრძვიან. ნაცარს ვერავის შეაყრიან თვალებში. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი ქურდი ამ ქალაქში არის კახი კალაძე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics