|
2022-02-01 11:00:05, 577 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილს - კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, ველოდებით მოვდევნოს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სხდომის არსებით საკითხზე გადასვლას ითხოვდა. 'ჩვენ ოპოზიციის რეზოლუციას, იმიტომ კი არ ვეთანხმებით, რომ მათ მიერ არის შედგენილი, არამედ შინაარსობრივად საჭიროებენ დახვეწას. ეს პროექტი ჩვენ გავასწორეთ, ვინაიდან კრიტიკას ვერ უძლებდა გავუგზავნეთ ყველა ფრაქციას მივიღეთ მათგან დადებითი გამოხმაურება. სწორედ, ამიტომ არ განვიხილეთ თქვენი რეზოლუცია, რომელიც არაფრად არ ვარგოდა. ქალბატონო, სალომე მე თქვენ არ გაწყვეტინებდით ეს არის ზრდილობის ნომერი პირველი წესი. დისკუსია გულისხმოს, რომ მე მოვრჩები და თქვენ შემდეგ იტყვით. რაზე უნდა გელაპარაკოთ საერთოდ ? . " - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ. სალომე სამადაშვილი - თუ ხართ კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენ ვმსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხზე დღეს ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა ამიტომ გეჩრებით. სამხარაძე სამადაშვილს - ნუ უზრდელობთ დამშვიდდით. კლოუნდაის საუყრებლად არ მოვსულვართ . ვიმსჯელოთ მთავარ საკითხზე დასაკარგი დრო არ არის. გადადით, რაც არის არსებითი საკითხი და აუხსენით საზოგადოებას თქვენი რეზოლუციის შინააარსი. - სალომე სამადაშვილი. ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე სამადაშვილის რეპლიკას საცირკო წარმოდგენა უწოდა. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს საციკრო წარმოდგენად, რომ მიააჩნია ამ პარლამენტში რეზოლუციაში ჩვენ რას ჩავწერთ . საერთოდ, რომ არ აპირებდით რეზოლუციაზე მსჯელობას ამ პარლამენტში. - სალომე სამადაშვილი "დაგველოდეთ, მე გადავწყვეთ როდის გადავალ მთავარ საკითხზე. კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ ველოდებით მოვდევნოს. მანდატურს ვთხოვ უზრუნველყოს წესრიგი. ქალბატონ სალომეს არ ესმის კომიტეტის მუშააობის პრინციპი.საზოგადოებამ კარგად ნახა ვინ რაში აკარგვინებს დროს კომიტეტის მუშაობას. კომიტეტის მუშაობის პრინციპიი არ ესმის შესაბამისად ვაცხადებთ ტექნიკურ შესავენებას." - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)