|
2022-01-31 18:22:02, 549 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რუსთავის წარმატება აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია
„ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავში საკრებულოს თავჯდომარის არჩევას. მისი განცხადებით, რუსთავშიც და სხვა საკრებულოებშიც მთავარია, ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. „მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას“ ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო. ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)