|
2022-01-31 17:34:07, 1158 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ - ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ფაჩულიას განმარტებით, მიმდინარე თვის ბოლოს, თბილისელებს დეკემბერ-იანვარში მიღებული დასუფთავების მომსახურების საფასური ერთიანად დაერიცხათ, რაც უკავშირდება სემეკის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი უცვლელია და ტარიფი ისევ 2,50 ლარს შეადგენს. „მინდა გამოვეხმაურო იმ ვნებათაღელვას, თითქოს მოსაკრებლის გადასახადი გაიზარდა ფიზიკური პირებისთვის. თბილისის მოსახლეობას არცერთი თეთრით დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია. ტარიფი იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება, აღვწერეთ რა არის ორთვიანი გადასახადის დარიცხვის მიზეზი. ეს უკავშირდება სემეკის დადგენილებას, კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს. გადასახადი, რომელიც მოსახლეობამ დეკემბერში გადაიხადა, იყო ნოემბრის თვის. დარიცხვის სისტემა შეიცვალა და თვის ჭრილში მიუვათ გადასახადი. ჩვენ ვთხოვეთ „თელასს“ და „თელმიკოს“, თუ მოქალაქე ვერ გადაიხდის იანვრის თვის მოსაკრებელს, მას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდოს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს „თბილსერვის ჯგუფს“, როგორც ცხელი ხაზის, ისე სოციალური ქსელის მეშვეობით.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)