|
2022-01-31 16:56:40, 643 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პოზიციაა ახალი ომის არდაშვება, რასაც ჩვენი პარტნიორები სრულად იზიარებენ
„უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, ამიტომ, დღეს მთავარი ამოცანაა ახალი ომის არდაშვება და ამ პოზიციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც",- ასე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილი იქნება. „რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტის შინაარსს, კმაყოფილი ვარ, რომ ტექსტთან დაკავშირებით იმუშავეს როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევე, იქნება საჯარო განხილვაც კომიტეტის სხდომაზე. საბოლოო ჯამში, ფრაქციები შეთანხმდებიან რაღაც საკითხებზე, რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან. მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს უზრუნველყოფილი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო. „პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი საგარეო ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. სხდომა იყო წარმატებული - ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა იმ საკითხებზე, რომლებიც ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მოწინავე პოზიციებს შეეხება. გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართა გენერალური მდივნის მოადგილესთანაც. ჩვენი ხელისუფლება გახლავთ მჭიდრო კოორდინაციაში და კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან და სწორედ ამ კომუნიკაციის და კოორდინაციის საფუძველზე ვმოქმედებთ. ასევე, მსურს, დაგიდასტუროთ, რომ იმ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს, რომ ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ვინაიდან, უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)