|
2022-01-31 15:48:26, 573 ნახვა
პოლიტიკა
კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია და ტაქიკარდია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ტაქიკარდია და ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არ არის მოგვარებული. როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრეა. „მას რეალურად აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, აღენიშნება ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე მოგვარებული არ არის, ყველაფერ ამის ფონზე, მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან. დღემდე თანხმობა არ არის ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, ნუ არიან ილუზიებში, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)