01:21 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 13:48:58, 2187 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროება არ არის

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის, რადგან მობილიზებულია 8 ათასზე მეტი საწოლი, საიდანაც დაკავებულია 5 ათასი.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით სამინისტროს გააჩნია რესურსი, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში გაუმკლავდეს ჰოსპიტალურ ნაკადებს.

„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ოპერატორი დავამატეთ, ვამატებთ ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაშიც. რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას, იცით, რომ 13 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 150 ათასია, აქედან ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 5 ათასი ჩვენი მოქალაქე. კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროებას, დღეის მდგომარეობით და პროგნოზით ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასი. იმის რესურსი ჯერჯერობით გვაქვს, რომ ზრდის შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics