|
2022-01-31 13:03:49, 662 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას დაარეგისტრირებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია დღესვე დარეგისტრირდება და მასზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენას და გამოკითხვას მოითხოვენ. „ჩვენი ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა, საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში და მიგვაჩნია, რომ ეს არის რა თქმა უნდა, რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება, ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ მოექცა რეჟიმი და სახელმწიფო ინსტიტუტები არა ერთხელ და სწორედ ამისთვის, ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას, დღესვე დარეგისტრირდება ეს. ჩვენ ვიმუშავებთ კოლეგებთან, ოპოზიციასთან, რომ ეს კომისია, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს, რომ ფარდა ავხადოთ იმას, თუ რა მოხდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, თუ როგორ მოექცა მას რეპრესიული ინსტიტუტი, სისტემა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)