|
2022-01-31 09:40:27, 553 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით სტრატეგიას დღეს წარადგენს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია ერთიან სტრატეგიას, რომელიც მოიცავს მომავალ სამოქმედო გეგმასა და აქტუალურ გადაწყვეტილებებს, დღეს წარადგენს. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პარტიისთვის იწყება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლება. მისივე თქმით, სტრატეგიის შემუშავებისას პარტია იყო ერთიანი და სტრატეგია მოიცავს როგორც საპარლამენტო, ასევე პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. „მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყოს პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის. ამიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია“ და პრაქტიკულად ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობაში ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარალამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამინური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აქტიურობები, აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში,“- განაცხადა დეკანოიძემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)