|
2022-01-29 16:30:44, 1054 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი პრეზიდენტის ინიციატივაზე – ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, მისასალმებელია
ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, მისასალმებელია. სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივაც, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი ინიციატივით ცდილობს, გარკვეულწილად საზოგადოება გაამთლიანოს და პოლარიზაცია შეამციროს. „ვფიქრობ, ქართველებმა ბოლო წლების განმავლობაში კარგად იხილეს, თუ როგორი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყანაში პოლარიზაცია. განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანა დგას ეკონომიკური თუ კოვიდით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის წინაშე და საჭიროა, მათი გამოსწორება. ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პოლარიზაციის შემცირებას, ეს არის მისასალმებელი. სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივაც, რომელიც ცდილობს, გარკვეულწილად საზოგადოება გაამთლიანოს და პოლარიზაცია შეამციროს. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების სხვადასხვა სექტორიდანაც იქნება მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის თანადგომა აღნიშნული პროცესის მიმართ“, - განაცხადა ელჩმა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)