14:47 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-29 12:59:07, 1075 ნახვა

საზოგადოება
კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, მოსასვენებელი სივრცის გაკეთება, სადაც სხვადასხვა სამუშაო განხორციელდება. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. ამასთან, სივრცეში პატარებისთვისაც არის გათვალისწინებული სათამაშო სივრცის მოწყობა.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლინაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 574 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სივრცის განვითარების პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებითა და ჩართულობით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics