10:06 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 12:32:04, 1650 ნახვა

სამართალი
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით,  მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა.

გიორგი მენაბდის უფლებადამცველის განცხადებით,  სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს. მანამდე, გიორგი მენაბდე სასამართლო პროცესებში  წლების განმავლობაში, მოწმის სტატუსით მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics