|
2021-12-25 12:09:59, 2143 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვნების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ნერგებისა და ტოტების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს. ფიჭვის სახეობის ტოტების უკანონოდ გაკაფვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კი, მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტოტები და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა. მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს 40 ერთეული კავკასიური ნაძვი აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა. ავტომობილები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ მონიტორინგს აგრძელებენ, ხოლო უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, გრძელდება 24 საათიანი კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)