22:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 10:05:36, 1146 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ სანქციებს არ გამოიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასავლურ სანქციებს არ გამოიწვევს..

როგორც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი ნატო-ს აიძულებს, გაზარდოს სამხედრო დახმარება ოფიციალური კიევისთვის და განალაგოს მეტი ძალები რუსეთის სიახლოვეს.

„თუ რუსეთი გააგრძელებს იმას, რაც შეიძლება, ახლა მიმდინარეობდეს, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ, დავაკისროთ მათ მძიმე ხარჯები, რაც დააზარალებს რუსულ ეკონომიკას და მოიტანს ზუსტად იმას, რაც მათ არ სურთ – ნატო-ს მეტ შესაძლებლობებს რუსეთის სიახლოვეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics