|
2021-12-23 19:39:16, 1881 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - დღევანდელ კვლევაში, „ომიკრონის“ 5 ახალი შემთხვევა დაემატა
იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში, კორონავირუსის ახალი, უფრო მეტად გადამდები „ომიკრონ“ შტამის კიდევ 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მისივე თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 29 შემთხვევაა სულ აღრიცხული. რამდენიმესთან დაკავშირებით კი, კვლევები მიმდინარეობს. „როდესაც საბჭო მიდიოდა, მაშინ გამომიგზავნეს ახალი მონაცემები, 5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის, ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 70% უნდა იქნეს აცრილი, რომ პანდემიის დასრულებისკენ წავიდეთ. მესამე დოზა უკვე ხდება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობის და პრევენციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერი“ შემდეგ, დაცვის უნარი, იგივე „ომიკრონთან“ მიმართებაში, საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)