21:22 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 09:22:56, 751 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი დღეს. უკრაინის საკითხზე, ვიდეოშეხვედრას გამართავენ

დღეს, 7 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, საუბარი უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობებს შეეხება.

"პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ზარისას, ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო აქტივობების შესახებ უკრაინის საზღვართან და კვლავ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ჯენ ფსაკის თქმით, შეხვედრისას განხილული იქნება ასევე სხვა საკითხები, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერ უსაფრთხოება და რეგიონული პრობლემები.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია 100 000-მდე რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე ქვეყნის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, რუსეთის ჩართულობით, 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და მასში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვიც მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics