16:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 18:04:33, 1290 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა

საჯარო რეესტრის სააგენტომ ძალადობრივი ორგანიზაციის “ალტ-ინფოს” პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” რეგისტრაცია შეაჩერა. დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ 10 დღე მიეცათ.

როგორც რეესტრი დასაბუთებაში წერს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო არ შეესაბამება:

ყრილობის ოქმის მიხედვით, პარტიის გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.

პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან”. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება კი ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.

პარტიის წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ.

რეესტრი განმარტავს, რომ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში პარტიის სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად;

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას. წესდებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ემბლემა არის შინდისფრად გამოსახული 5 მცირე ზომის ჯვარი, რომელიც მთლიანობაში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ჯვრის სახით. ჯვრის გვერდით, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილია პარტიის ოფიციალური დასახელება.

სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების სხვადასხვა მუხლებში.

პარტიის წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას.
რეესტრი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი. მათ მიერ შეტანილი წესდება კი პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს.

რეესტრის თქმით, ურთიერთშეუსაბამოა წესდების 16.3. და 17.5. მუხლები, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეეხება.

რეესტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics