|
2021-11-25 18:54:26, 3043 ნახვა
სხვადასხვა
ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელი გენერალი, გახდა რომელსაც ბრალი წამებაში ედებოდა
ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად არაბეთის გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, გენერალ-მაიორი აჰმედ ნასერ ალ-რაისი აირჩიეს. ამის შესახებ, ორგანიზაცია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება. ალ-რაისი ინტერპოლის ხელმძღვანელად, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. კენჭისყრა სამ ტურად ჩატარდა, გენერალ-მაიორმა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ხმების 68,9% მიიღო. მან ამ თანამდებობაზე სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანი შეცვალა. ინტერპოლში ალ-რაისი ძირითადად ცერემონიალურ როლს შეასრულებს, რეალურ მენეჯმენტს ახორციელებს მისი გენერალური მდივანი იურგენ შტოკი. მანამდე, სპარსეთის ყურის ქვეყნების ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა საფრანგეთსა და თურქეთში რამდენიმე სარჩელი შეიტანეს ალ-რაისის წინააღმდეგ წამების ბრალდებებთან დაკავშირებით. მათ გენერალი დაადანაშაულეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების უფლებადამცველის აჰმედ მანსურის უკანონო დაკავებასა და წამებაში, რომელსაც შემდგომში მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ბრიტანელმა მეცნიერმა მეთიუ ჰეჯსმა სარჩელი შეიტანა ლუდ ლონდონში, სადაც ალ-რაისი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამი სხვა მაღალჩინოსანი 2018 წელს უკანონო დაკავებასა და წამებაში დაადანაშაულა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)