10:37 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 13:04:25, 496 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მზად ვარ საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის

თბილისის მერის განცხადებით, ის მზადაა დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, ის მზად იყო ამისთვის 2017 წელსაც, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ პოლიტიკური შოუების მოწყობა დაიწყო.

„2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც.

„მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ასევე, მზად არიან ჩემი თანაგუნდელები, იმისთვის, რომ ბევრი საქმე გავაკეთოთ ერთად. ეს ხომ არ არის მარტო ჩემი გასაკეთებელი. მათაც აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ჩაერთონ. იქნება მაქსიმალური თანამშრომლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters- უკრაინაში Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
უკრაინა რუსეთის აეროპორტებზე თავდასხმების მკვეთრ ზრდას ამზადებს
საპატრიარქო სამთავრო მონასტერში რუსულ წირვაზე - უცხოელ სასულიერო პირებს ასამაღლებლის წარმოთქმის უფლება მშობლიურ ენაზეც საეკლესიო ტრადიციით ეძლევათ
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics