|
2021-11-24 10:54:50, 844 ნახვა
სამართალი
შრომის ინსპექციამ მიმდინარე წელს დისკრიმინაციული მოპყრობის 15 ფაქტი გამოავლინა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა, რომლებიც ეხებოდა როგორც დაინტერესებული პირის მომართვის, ასევე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე ვაკანსიის შესახებ განცხადებებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების მოკვლევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. „დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის (რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა) მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. შრომის ინსპექციის მიერ სწორედ ამ ამკრძალავი პრინციპის შემოწმების მიზნით, განხორციელდა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ერთეული ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), რომლის ფარგლებშიც დადგინდა რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით. მაგალითად ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:
წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დაეფუძნა შემდეგ გარემოებების შემოწმებას:
რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. სწორედ აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება. შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის უპირველესი მიზანია საზოგადოების ყველა წევრს შეექმნას მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. ამრიგად, შრომის ინსპექცია მოუწოდებს დამსაქმებლებს არ დაუშვან დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, რაც თანაბრად ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ყველა, მათ შორის, ვაკანსიის გამოცხადებისა და კანდიდატის აყვანის ეტაპებზე, რათა უკანონოდ არ შეეზღუდოთ სამუშაოზე წვდომა, ასევე განვითარება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს. დამსაქმებლის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას, რაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაბარ ინტერესს წარმოადგენს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)