|
2021-11-22 16:48:37, 3258 ნახვა
კომენტარი
ლაშა ხუციშვილი ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილ რეგულაციებზე - მექანიზმის მიზანია ხელმისაწვდომობის აქსიმალურად შემცირება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილ ახალ რეგულაციებზე: ამგვარი მექანიზმები არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და მისი მიზანია ონლაინ თამაშებთან მიმართებაში ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილი ახალი რეგულაციები და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს. „ინიციატივა გულისხმობს, გარკვეულწილად, ახალი რეგულაციების შემოტანას სათამაშო ბიზნესის სექტორში, რომლის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს შესაბამის ხედვას. პირველი ეტაპი, რომლის თაობაზეც დავალება მიიღო სამინისტრომ, გულისხმობს დასაბეგრი საგადასახადო ბაზის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რომელიც გაჟღერებულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება და რეკლამის აკრძალვაც. „ეს ხელს უწყობს მიმზიდველობის და ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეულ შეზღუდვებს. ეს არის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და მიღებული. აღნიშნული სექტორი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი სისტემები, რომლის დიდი ნაწილი ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ და აწყობილი გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულირების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. რეკლამასთან დაკავშირებით ინიციატივა მის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. რეკლამის ერთი ნაწილია დარჩენილი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ სპონსორობას და ამ ნაწილთან დაკავშირებითაც მიმდინარე კვირას გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება გადასახადებს, შეთავაზებული იქნება აბსოლუტურად სხვა მოდელი საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით – როგორც მოგების, ასევე, ფსონების კუთხით. შემოვა დაბეგვრის ახალი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. მნიშნველოვანია, რომ დაბეგვრის აღნიშნულ მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და იმ ფორმით, რომ შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული მოთამაშეებისთვის", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)