|
2021-11-22 16:05:50, 619 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში კიდევ ოთხი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის განვითარების ფონდი ანტონ კათალიკოსის ქუჩის #30 და #32-ში, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული მისამართების გარდა, კიდევ ერთ მისამართზე მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც 2022 წლის ზაფხულზე დასრულდება. „ანტონ კათალიკოსის N30-სა და N32-ში, ასევე, ერეკლე მეორის N6-ში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე შენდება სახლი, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მოგვიწია დაშლა და ახლის აშენება. 2022 წლის ზაფხულისთვის ოთხივე სახლი მთლიანად იქნება დასრულებული. დაახლოებით 30 ოჯახი გვყავს დროებით ქირით გაყვანილი და რა თქმა უნდა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად შენობებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავთენტურობას, თითოეულ დეტალს. რა თქმა უნდა, ძველი თბილისის აღმშენებლობა და რეაბილიტაცია მომავალი წლიდან აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ ეტაპზე კათალიკოსის #30-ში მიმდინარეობს თუნუქის სახურავის და კარ–ფანჯრის მოწყობა, სამღებრო სამუშაოები, შიდა კედლების გალესვა და კაფელ-მეტლახის მოწყობა. რაც შეეხება ანტონ კათალიკოსის #32–ს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავის გადახურვა, სარდაფის კიბის მოწყობა და შიდა კედლების გალესვა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აღდგენილია ფასადი და მოწყობილია კარ–ფანჯარა, ასევე, დაიშალა და ახლიდან მოეწყო აივნის ნაწილი. ორივე პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 501 000 ლარს.
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)