|
2021-11-16 17:54:02, 738 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - 2022 წელს ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება მილიარდ 861 მილიონი ლარია, საიდანაც 500 მილიონი ლარი პანდემიას მოხმარდება
2022 წელს ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება მილიარდ 861 მილიონი ლარია, საიდანაც 500 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას. მისი თქმით, წელს ამ მიმართულებით 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, თუმცა მინისტრის თქმით, ეს არ არის საკმარისი და პარლამენტში დამატებით შემოვა ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში, იმისათვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯების დაფინანსება. „როდესაც წელს კოვიდ ჯანდაცვაზე მილიარდზე მეტი თანხაა საჭირო, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად საკმარისია მომდევნო წელს 500 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ ეს თანხა არ იქნება საკმარისი მომდევნო წელს, თუმცა 2 ძირითადი მიზეზია, რის გამოც ამ მიმართულებით დანახარჯები უნდა შემცირდეს. პირველი - ეს არის ვაქცინების შესყიდვა, რაზედაც წელს 150 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა და შექმნილია შესაბამისი მარაგი, რომელიც საკმარისია მომდევნო წელს ვაქცინაციის პროცესისთვის, მეორე და უფრო მნიშვნელოვანია - იმუნიტეტის მქონე მოსახლეობის რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, ვაქცინირებულია მილიონ 100 ათასამდე ჩვენი მოქალაქე. გარდა ამისა, ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 800 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს, თუმცა სავარაუდოდ გადატანილი კიდევ უფრო მეტს აქვს. შესაბამისად, წლის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ იმუნური ფენა გადააჭარბებს მოსახლეობის 65 პროცენტს. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს მომდევნო წელს ინფიცირების და შესაბამისად, მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აქვე, მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო ჯანმრთელობა და ამავდროულად მოვუწოდო მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)