|
2021-11-15 11:40:56, 1197 ნახვა
სამართალი
დიდი ბრიტანეთის ელჩი ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის და ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს უმასპინძლა. - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა ახლად გახსნილი "ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის" ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 13 ლაბორატორია დაათვალიერა და საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს გაეცნო. ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი მეზღვაურები მაღალი დონის საწვრთნელ კურსებს გადიან. პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად პროფესიებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო სასწავლებელი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი გააცნო და ქვეყნის საპორტე სექტორში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებზე, მათ შორის გაციფროვნებისა და "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვის პროცესზე ესაუბრა. - "ბრიტანეთის ელჩის, ბატონი მარკ კლეიტონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში და ემსახურება მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ქართველ მეზღვაურებს წარმატებით შეუძლიათ დასაქმდენენ გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მცურავ სავაჭრო ფლოტში. ვიზიტის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ბრიტანეთის ელჩსა და სამხედრო ატაშეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)