|
2021-11-12 17:18:47, 765 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს „სესხი დამწყები ბიზნესისთვის“ წარუდგინა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროდუქტის გამოყენება როგორც ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, ასევე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მომუშავე საქმიანობის გაფართოვების მიზნითაა შესაძლებელი. ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლისთვის. რაც მთავარია, პროდუქტი სხვა საჭირო ბენეფიტებსაც აერთიანებს, როგორიცაა: უფასო ონლაინ კურსები, რჩევები და შეხვედრები დარგის ექსპერტებისგან, ექსკლუზიური ბიზნეს-შეთავაზებები. ამასთან, პირველი 12 თვის განმავლობაში, მომხმარებელი შეღავათიანი ტარიფით შეძლებს ისარგებლოს ბიზნესპაკეტის ისეთი სერვისებით, როგორიცაა: ავტომატური გადახდები და გადარიცხვები, შეტყობინებები, ბიზნეს ინტერნეტბანკი, ციფრული ბარათი და სხვ. ვრცლად აღნიშნული პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3F5kZt7 „საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი მათთვისაა, ვინც საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებას ახლა იწყებს. აღნიშნული პროდუქტით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მომხმარებელს ბიზნესის საწყის ეტაპზე გამოწვევების გადალახვაში; მივცეთ მოტივაცია, განახორციელონ საკუთარი ჩანაფიქრები და მივაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია საქმიანობის გასავითარებლად. გარდა საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომისა, მომხმარებელი ასევე შეძლებს ისარგებლობს უფასო სასწავლო კურსებით თუ ექსპერტული რჩევებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები, საქართველოში არსებული გადასახადები, მარკეტინგული კვლევები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და სხვ. ამ და სხვა პროექტებით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. გვჯერა, რომ მსგავსი სიახლეები დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ ახვლედიანმა.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)