18:44 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 20:14:18, 712 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხება

დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. - ამის სესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სასმახურის გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღესვეა  დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი,სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძე.

"დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული. ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილი  ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
აქტივისტი გიორგი კირვალიძე 7 დღიანი პატიმრობის მერე იზოლატორთან ხელახლა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics