|
2021-11-09 10:07:05, 472 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) წარმომადგენლობის მიღება გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიღების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, საქმეთა რწმუნებულმა, დაესუ ჩანგმა საქართველო-კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ეროვნული პარკების ინტეგრაციას საერთაშორისო სივრცეში. კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას და გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რის შემდეგაც, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების თანამშრომლების გადამზადებას, ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს. „მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ვეცნობით საქართველოს ულამაზეს ბუნებას. საქართველოსა და კორეას მსგავსი ისტორია და კულტურა აქვთ, უნიკალური ენა, უნიკალური კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომელიც კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ერთად განვითარების შესაძლებლობას ემსახურება, მართვის ტექნიკების თუ სხვა გამოცდილების გაზიარებით. იმედი მაქვს, საქართველოს ეროვნული პარკების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ეწვევიან კორეას და ჩვენი ბუნების სილამაზეს გაეცნობიან“, - განაცხადა კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო-გამოფენა. ამ და სხვა ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გარემოს დაცვის მიმართულებით და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სამომავლო თანამშრომლობისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ყაზბეგისა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, მარტვილის კანიონს და იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებს დაათვალიერებენ.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)