19:38 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 15:19:36, 1292 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს

ჩრდილოთ ირლანდიაში ოთხმა მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა  ბელფასტის გარეუბანში, ნიუთაუნებიში მოხდა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსში ოთხი მამაკაცი ავიდა და მგზავრებს უბრძანა დაეტოვებინათ ავტობუსი , სანამ მას ცეცხლს წაუკიდებნენ , გზა ამჟამად დაკეტილია პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, თავი აარიდონ ტერიტორიას“, - ნათქვამია ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის განცხადებაში.

პოლიცია დაშვებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ავტობუსის მფლობელმა კომპანია „ტრანსლინკმა“ , განაცხადა, რომ მძღოლი და მგზავრების მცირე რაოდენობა უსაფრთხოდ გადმოვიდნენ ავტობუსიდან, სანამ ის დაიწვებოდა.

"ჩვენი მძღოლი ძლიერი ემოციურ სტრესს განიცდის მას კოლეგები უჭერენ მხარს, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ჩვენი პერსონალის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურებზე ამ საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ქცევას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამსახურთან, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად", - ნათქვამია განცხადებაში. დაემატა.

ცნობითსვი, ბოლო კვირების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ავტობუსი გაიტაცეს და დაწვეს. გასულ კვირას მსგავსი ინციდენტი, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო ბრექსიტით გამოწვეულ სავაჭრო პრობლემებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics