19:38 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 12:25:30, 1365 ნახვა

მსოფლიო
CIA-ს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ოფიციალური პირები გააფრთხილა

CIA-ს უფროსი უილიამ ბერნსი გასული კვირის დასაწყისში მოსკოვში იმყოფებოდა, რათა ეჩვენებინა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსული ჯარების მოძრაობას უკრაინის საზღვართან. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.  წყაროების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაავალა CIA-ს ხელმძღვანელს გააფრთხილოს რუსი ოფიციალური პირები შეტევითი ოპერაციების შესახებ და აჩვენოს მათ, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია რეგიონში მიმდინარე დაძაბულობით. 
ჟურნალისტების თქმით,  ბერნსს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან - ამგვარად, CNN-ის ცნობით, ამერიკა ცდილობს მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის განმუხტვას.
გასულ კვირას არაერთმა ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზების შესახებ. მაგალითად, გამოცემა Politico-მ აჩვენა სატელიტური სურათები, რომლებშიც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია რუსული სამხედრო ტექნიკა სმოლენსკის ოლქის ქალაქ იელნიაში. აღსანიშნავია, რომ ელნია რუსეთ-უკრაინის საზღვრებიდან დაახლოებით სამას კილომეტრში მდებარეობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics