17:06 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 16:33:41, 725 ნახვა

საზოგადოება
ხმაური სალხინოს მამათა მონასტრში - მრევლი ტაძარში შესვლას ითხოვს

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირება იყო. განკვეთილი ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვს. თუმცა სამართალდამცევლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. 

აღნიშნულმა ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და ხმაური გამოიწვია.

გუშინ, სამართალდამცველების დახმარებით სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები დაატოვებინეს. მათ ტაძარში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ.

ადგილზე შეკრებილი მრევლის წევრები ამბობენ, რომ ისინი განკვეთილ ბერებს მხარს უჭერენ და ითხოვენ რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია დატოვოს. 

შეგახსენებთ, 15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics