|
2015-02-03 12:15:08, 1423 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.2%-ით გაიზარდა
2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფებზე. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1.2 %–ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 4.2 %–ით მოიმატა. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი 1.3%–ით. ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, რაც თავის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,3 პროცენტი). ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,4 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (20,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,6 პროცენტი), თევზეული (3,1 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,3 პროცენტი).
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)