|
2021-11-05 21:08:54, 837 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ფერდობზე რეაბილიტირებული პარკი გაიხსნა
ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსებისა და II კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განახლებული პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად დაათვალიერა. „პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა ტერიტორია. ტერასულად მოეწყო და ყველასთვის არის შესაბამისი სივრცე. პატარებისთვის არის ატრაქციონები, მოზარდებისთვის და არამხოლოდ მათთვის არის სავარჯიშო სივრცე, გაკეთებულია საფეხმავლო ბილიკი, განახლებულია გამწვანება, მოეწყო ღამის განათება და შადრევანი. განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, დარწმუნებული ვარ, ბევრი პატარა ისარგებლებს ამ სივრცით. ზოგადად, სასიამოვნო გარემოა. ვაკის რაიონის გამგეობას და ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო პროექტში, მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ "ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნა ბავშვებისა და უფროსებისთვის. მათ შორის, განთავსდა სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდა; გაკეთდა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; დამონტაჟდა მოსასვენებელი პავილიონები და სხვა საპარკე ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო პანდუსი და შადრევანი, დამონტაჟდა განათების ქსელი, გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც შესრულდა. აღნიშნული პარკის კეთილმოწყობა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაზეც მან ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. პარკის განახლების პროექტის ღირებულება 1 053 550 ლარს შეადგენს. ახლად რეაბილიტირებული პარკი ასევე დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტსა და საკრებულოში." - ნათქვამია განცხადებაში.
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)