18:06 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 20:01:32, 852 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე - მე არავინ გამიგდია, ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება

ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ გაყვანას ერისკაცობამდე. საერო პირებად, სადაც უნდათ იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. - ამის შესახებ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ - არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში

„დღეს გვქონდა წირვა, მე არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, არაფერი გამიკეთებია, რასაც თქვენ ამბობთ. ჩავატარე წირვა. ეს ადამიანები იყვნენ რამდენგზის გაფრთხილებულები, შემდეგ რამდენიმე სასჯელდადებულები. ბოლოს თავდასხმა მომიწყვეს სკოლაში და ამით ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ გაყვანას ერისკაცობამდე. საერო პირებად, სადაც უნდათ იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ - არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში. პოლიციელების შეურაცხყოფაზე გადასულან და პოლიციამ განარიდა აქაურობას.

როდესაც ვატარებდი წირვას, საპატრიარქომ წარმოგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელმაც მათგან მოითხოვა საპატრიარქოს წერილის შესრულება, რომელშიც ეწერა, რომ უცხო პირებმა დატოვონ ტერიტორია, ის მონასტერი, რომელიც მათ არ ეკუთვნით და იმ ქონებით სარგებლობა, რომელიც მონასტერს ეკუთვნის. მიეცათ ვადა 4 ნოემბრამდე. ისინი გამოვიდნენ და შეტევა განახორციელეს მასზე, შემდეგ ოპერატორზე, რომელსაც დაუმტვრიეს კამერა, გადაუგდეს. როდესაც საპატრიარქოს რწმუნებულმა გააცნო თავისი უფლებამოსილება, დაუწყეს გინება, ლანძღვა და ყველა თავს ესხმოდა მას, ცდილობდნენ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ესენი ყველა გამოსულები იყვნენ კელიებიდან და წარმომადგენელმა უთხრა, იქ მყოფ ჩოხოსნებს, რომ ეს კელიები შეეძლოთ დაეკავებინათ, რადგან ასეთია ლოცვა-კურთხევა ჩემი და საპატრიარქოსი. მათ დაიკავეს ეს კელიები და იქ შესვლა აუკრძალეს უცხო პირებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics