|
2021-11-05 18:13:48, 748 ნახვა
სამართალი
ესპანეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან. "მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები. ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები - 9 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 8, ერთი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მათ ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს." - აცხადებენ შსს-ში. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა დაკავებულების საცხოვრებელი 7 ბინა. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)