|
2021-11-05 17:39:50, 809 ნახვა
საზოგადოება
ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, ელჩების კრიტიკის პასუხად გავრცელებულ განცხადებას 17 მოსამართლეები გაემიჯნა
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას 17 მოსამართლე გაემიჯნა. ისინი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ განცხადებით ეხმაურება. მათი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების აზრის და კრიტიკის გაზიარება აუცილებელია დემოკრატიის მშენებლობისთვის. “ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერი მოსამართლეები, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საჯაროდ დავაფიქსიროთ ერთობლივი პოზიცია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით. აქვე ღიად ვაფიქსირებთ ნებისმიერი ჩვენი კოლეგის განსხვავებული მოსაზრების მიმართ პატივისცემას. ვემიჯნებით პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერ განცხადებას, მათ შორის, სასამართლოს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. საქართველოსთვის, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნისთვის, სასამართლო ხელისუფლება ის შტოა, რომლის მყარ და თანმიმდევრულ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. რეფორმების გრძელ და ქარტეხილიან გზაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უამრავი რესურსი და ენერგია ჩაიდო უკეთესი სასამართლოს შექმნისთვის. მათი გამოცდილება, ხელშეწყობა და წვლილი, ვიაროთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეუფასებელია. სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე დგას. ამიტომ, ინდივიდუალური მოსამართლის გასაძლიერებლად ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეტი დემოკრატიის შემოტანა მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში, თავისუფალი ხმის წახალისება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც ყველა მოსამართლეს გააძლიერებს. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ღიად გამოვხატოთ ჩვენი საერთო მოსაზრება, რათა საზოგადოების მხრიდან არ იყოს აღქმული, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს ყველა მოსამართლე იზიარებს. მიგვაჩნია რომ „მოსამართლე მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის“ შენების გზაზე აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ჩვენი ერთგული პარტნიორების გამოცდილების, რჩევების, რეკომენდაციისა თუ კრიტიკის გაზიარება იმ დემოკრატიის ნაწილია, რომლის შექმნაც ჩვენ სასამართლო სისტემის შიგნით გვსურს. ამ მიმართებით კი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ფასდაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განცხადება ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის ხელმოსაწერად”, - ნათქვამია განცხადებაში. განაცხადებას ხელს აწერენ შემდეგი მოსამართლეები :
შეგახსენებთ, რომ ევროპელმა დიპლომატებმა, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა "ნაჩქარევად" შეაფასეს, 4 ნოემბერს ადმინისტრაციული კომიტეტი დასავლელი პარტნიორების კრიტიკას გამოეხმაურა და მათ, ვენის კონვენციას 41-ე მუხლს შეახსენა, რომლის თანახმადაც, ვალდებულები არიან არ ჩაერიონ ქვეყნის საშინაო საქმეებში.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)