|
2021-11-05 11:15:05, 459 ნახვა
საზოგადოება
5 ნოემბერს კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება
5 ნოემბერს, 13.00 საათზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის პარტნიორია კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია. ფორუმზე მოწვეული იქნებიან აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებებიდან, როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ფინანსები, დისტრიბუქცია სავაჭრო ობიექტებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და ა.შ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კერძო კომპანიების წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გაესაუბრონ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს და დაინტერესების შემთხვევაში გაუზიარონ პირადი ინფორმაცია. დამსაქმებლები კი კომპანიის არსებულ ვაკანსიებს შესთავაზებენ აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. დასაქმების ფორუმში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი კერძო კომპანიები როგორიცაა: პსპ ფარმა; Greenway Logistic; ბუღალტერთა კავშირი; შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; სს „გუდვილი“; Carrefour Georgia; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები. დასაქმების ფორუმის ხანგრძლივობა 3 საათია და 13.00 საათიდან 16.00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 (საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობა).
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)