|
2021-11-04 16:51:05, 796 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში
მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, შესაძლებლობა, თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში, - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ მას ეს რეჟიმი გაანთავისუფლებს, რადგან პუტინის პირადი პატიმარია. „მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“ და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და „ძველი ბიჭებით“ თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა „რევოლუციაზე“ აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ. მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში. მივესალმები „გირჩელი“ იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზო ჩირგაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს, ვისაც აიძულეს ქართველების ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ ჩირგაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარ არის არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო. დროა ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია. რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს და გამათავისუფლებს მეც. მე არ მსურს არცერთი თანამდებობა. მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)