|
2021-11-02 16:13:08, 675 ნახვა
პოლიტიკა
GDI - ქვეყანაში აქტივისტთა უფლებების შელახვისა და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია ძლიერდება
„საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეხმაურება ბოლო დროს სამართალდამცავთა მიერ აქტივისტების დაკავების ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ძლიერდება აქტივისტთა უფლებების შელახვის და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია.- ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2021 წლის 30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დღეს, ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები და აქტივისტები, მათ შორის გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძესა და „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის შელაპარაკება მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქტივისტები მოწმეების სახით გადაიყვანა გამოკითხვაზე (რისი უფლებაც მათ რეალურად არ ჰქონდათ, ვინაიდან გამოკითხვა ნებაყოფლობითია), მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე და დააკისრეს 5-დღიანი (კახა კვეკვესქირი), 8-დღიანი (ნიკა ნარსია, ალბერტ მერებაშვილი) და 10-დღიანი (გიორგი მუმლაძე) პატიმრობა. ისნი, ქუთაისში „გირჩი- მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე მერობის კანიდატის იმედა კლდიაშივილის დაკავებასაც ეხმაურება. „1 ნოემბერს თბილისში ასევე დააკავეს აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს და მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვას. პოლიციამ მათ არ მისცა პარლამენტთან კარვების გაშლის შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომ, აქტივისტების თქმით, მათ მერიისგან მიიღეს 3 კარვის გაშლის ნებართვა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 2 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. GDI გმობს სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ზემოაღნიშნულ ფაქტებს და მათ კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს. კერძოდ, კითხვებს აჩენს ზუგდიდში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლების დაკავება მაშინ, როდესაც პოლიციას მსგავსი რეაგირება არ ჰქონია შელაპარაკების მეორე მხარის („ქართული ოცნების" კანდიდატის) მიმართ. ამასთანავე, აქტივისტები საარჩევნო უბანთან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ, რის ფონზეც ჩნდება ეჭვი, რომ დაკავება ემსახურებოდა სადამკვირვებლო საქმიანობის ხელშეშლასა და პოლიტიკურ მიზანს. ანალოგიურად, ქუთაისის მერიასთან და თბილისში პარლამენტთან მთავარი ოპოზიციური პარტიის დამაარსებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების მონაწილეების დაკავება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათი თავისუფლება პროტესტის პოლიტიკური შინაარსის გამო შეიზღუდა. გარდა ამისა, დაკავების საფუძვლად (უმეტეს შემთხვევაში) გამოყენებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები (173-ე და 166-ე მუხლები), რომლებსაც პრაქტიკაში პოლიცია და სასამართლო ყველაზე ხშირად მიმართავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შესაზღუდად. მოვუწოდებთ სასამართლოს, უარი თქვას დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეპრესიულ იარაღად გამოყენებაზე და დაკავებულთა ქმედებები შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებისა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ასევე მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს კრიტიკის ჩასახშობად იმავე კოდექსის ბოროტად გამოყენება, რაც სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების ნათელი მაგალითია და ამცირებს მათ მიმართ საზოგადოების ნდობას.“- ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)