|
2021-11-02 11:18:20, 970 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადადის
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან და აცხადებენ, რომ არ მიიღბემ მონაწილეობას პარლამენტის პლენარულ სხდომებში, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვას. ფრაქციის წვერმა სალომე სამადაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მიიღონ მათი განაცხადი ბოიკოტის შესახებ როგორც სერიოზული გაფრთხილება და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და შემდგომი გაუარესების საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, საქართველოს ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. "დღეს არის 33–ე დღე, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იმყოფება საპატიმროში, შიმშილობს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება რა ბრალდებებით არის დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს მთავარი ვალდებულებაა ხელისუფლების და შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით. ამიტომ "ლელო – პარტნიორობა საქრთველოსთვის" ფრაქცია დღეს აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყფოს მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვას. ფრაქციამ მიმართა პარლამენტს და მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც სერიოზული გაფრთხილება, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)