2021-11-01 16:53:11, 908 ნახვა
პოლიტიკა
წალენჯიხაში 7 უბანის შედეგებს გადაითვლიან
წალენჯიხაში ლოტოტრონის წესით შერჩეული 7 უბნის გადათვლიან, გადათვლა 17:00 დაიწყება. ერთ-ერთი უბნის მონაცემების შეცვლამ კი შესაძლოა, საკრებულოში მანდატების განაწილება შეცვალოს.
როგორც ენმ-ში აცხადებენ , თავიდან დაგეგიმილი იყო მხოლოდ 5 უბნის გადათვლა და მოგვიანებით დაემატა 2 უბანი.
როგორც არჩეულმა მერმა განაცხადა, ჯგალი-მედანის საარჩევნო უბანზე მოხდება გადათვლა, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატმა მცირედით აჯობა სახელისუფლებო კანიდატს.
"ამ 7-დან ორი არავითარ არითმეტიკულ ლოგიკაში და არც ალბათობის თეორიაში არ ჯდება. გვერდიგვერდ უბნები დაემთხვა იქ, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ ხმათა მცირე რაოდენობით სულ 8 ხმა . გვაქვს გამოცდილება ზუგდიდისა და წალენჯიხის მაგალითზე - ჩანაცვლებული, შესწორებული ბიულეტენები. გვაქვს მყარი, ლოგიკური ეჭვი, რომ საკრებულოშიც ამას აპირებენ, რათა საკრებულოში დაგვაკარგინონ უმრავლესობა",- განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას გიორგი ხარჩილავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,