2021-10-31 23:58:55, 2270 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 7 ნოემბრის ნაცვლად, 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს. საპროტესტო აქცია თბილისში ოპოზიციის გაერთიანებულმა მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ შეკრებაზე დაანონსა. ნიკა მელიას თქმით, დაანონსებული აქცია წინა დემონსტრაციებისგან, ყველა თვალსაზრისით განსხვავებული იქნება. "გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,