2021-10-31 10:11:28, 740 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი - მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში
ამერიკელი კონგრესმენი, ბრედ შერმანი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.-- ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
როგორც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი, მოვუწოდებ "ქართული ოცნების" მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გადაიყვანონ საავადმყოფოში კრიტიკული მკურნალობისთვის."- აცხადებს კონგრესმენი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,