00:50 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 18:25:56, 862 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - ამ დროისთვის, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე, საჩივრების რაოდენობამ 18 საათის მონაცემებით, 97  შეადგინა მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. როგორც ცესკოში აცხადებენ უმეტესობა საჩივრებისა შეეხება პროცედურულ დარღვევებს.

"საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 97 საჩივარი. მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი. კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება."- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics