|
2021-10-30 18:27:20, 477 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ დესტრუქციაზეორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი
მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ მოსახლეობას შავის და თეთრის გარჩევა არ გაუჭირდება. „მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში. მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი. მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების მომავალი ჩვენივე ხელშია, ამიტომ თითოეული თქვენგანი აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი, მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნისა და ქალაქების მომავლის განსაზღვრაში. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს შავისა და თეთრის გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველაფერი ცხადია და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ არსებულ რეალობას, ამიტომ ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, უნდა მიხვიდეთ და საარჩევნო ყუთებთან გამოხატოთ თქვენი პოზიცია. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე,“- განაცხადა კალაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)