2021-10-30 13:42:05, 557 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დღეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელსაც შეუძლია სიტუაციის რადიკალურად შემოტრიალება
პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა.
როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელსაც შეუძლია სიტუაციის რადიკალურად შემოტრიალება.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, არა ვინმეს გასარიყად, პირიქით, საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, სამართლიანობისთვის და განსხვავებული ხალხის მშვიდობიანად თანაცხოვრობისთვის და ამის გარანტია ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, ახლა აღმოაჩინეს გაყალბებული პირადობების მოწმობები, რაც სისტემური დანაშაულია, მაგრამ ყველას ვარწმუნებთ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება „ქართულ ოცნებას“ არ უშველის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,