00:58 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 15:07:51, 656 ნახვა

საზოგადოება
თამარ არჩუაძე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტანდარტებთან შესაბამისობაში

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების რეფორმირება იგეგმება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე განმარტავს, რეფორმის დაწყებამდე მსოფლიო ბანკის მიერ მოხდა გაერთიანების სტრუქტურის ანალიზი და დადებული დასკვნით უწყებას საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს. - ამის შესახებ ინფორმაციას  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

“აეროპორტები ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ავია საწარმო. ისეთი მსხვილი საწარმო, როგორიცაა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აუცილებლად უნდა იყოს სწორად მართული და ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტარნდარტებთან შესაბამისობაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ შერჩეული ვართ პირველ კომპანიად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი შპს-ებიდან, რომელიც იქნა შეფასებული მსოფლიო ბანკის მიერ და შესაბამისი დასკვნაც დაიდო, თუ სად ვართ, როგორია ჩვენი სტრუქტურა და კორპორატიული მართვის მოთხოვნებთან იქნა დადარებული. შესაბამისად დადებითი რაც აღინიშნა არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებული ვართ პროფესიული კადრებით და გვაქვს ის მექანიზმები, რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის საჭირო. 

ავიაცია არის ძალიან მზარდი სფერო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა აღდგენის დინამიკა სახეზეა და განახლებული პროგნოზებით 2023 წლისთვის ვიქნებით უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე.  ასე რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია-”, აცხადებს თამარ არჩუაძე. 

„მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD უწევენ კონსულტაციას.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics